четверг, 10 декабря 2009 г.

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელი: არჩევნები, არჩევნები...

2. პროექტის მოკლე აღწერა: ლოგიკური დასკვნების გამოტანის, საკუთარი აზრის გამოთქმის, არჩევნების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უნარ–ჩვევების გამომუშავება;

3. პროექტის სრული აღწერა: თავდაპირველად ბავშვებს მიეწოდებათ მინი ლექცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. შემდეგ კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად. ერთნი იმუშავებენ უშუალოდ კანონმდებლობაზე, საარჩევნო კოდესქზე. ინტერნეტის დახმარებით მოიძიებენ მასალას არჩევნების ჩატარების და მასში მონაწილეობის შესახებ. მოძიებულ მასალას დაალაგებენ საჭიროებისამებრ და წარმოადგენენ ელექტრონული პრეზენტაციის სახით.

მეორე ჯგუფი გაესაუბრება რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. გაიგებენ არჩევნების ჩატარების დროს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. გაესაუბრებიან ჩვეულებრივ ამომრჩევლებს, გაიგებენ მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ. მოძიებული მასალის მიხედვით მოაწყობენ საჩვენებელ არჩევნებს.

ორივე ჯგუფის მიერ მომზადებული მასალიდან გამოუშვებენ კედლის ერთჯერად გაზეთს.

4. მონაწილეთა ასაკი: IX კლასის მოსწავლეები;

5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა;

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევის, ძიების და მოძიებული ინფორმაციიდან საჭირო მასალის ამოკრების უნარ–ჩვევა. დისკუსია, დებატები, ჯგუფური მუშაობა; მოძიებული მასალის საპრეზენტაციო პროგრამაში აწყობა და შემდეგში წარდგენა. შესაბამისად მოსწავლეები იძენენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევებს;

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: გამოიცემა ერთჯერადი კედლის გაზეთი, სადაც აღწერილი იქნება არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო გამოცდილების და რესურსების შესახებ. ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება და რა უფლებები აქვთ ამომრჩეველსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს.

8. სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებული პირები კიდევ ერთხელ გაიგებენ არჩევნების ჩატარების, მასში მონაწილეობის და ამომრჩეველტა უფლებების შესახებ.

9. სამუშაო ენა: ქართული;

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა;

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება;

12. პროექტის ფასილიტატორი: ელენე ნაჭყებია;

13. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: elenen77@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий